რუსეთის ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილი ძალების მიერ დაგეგმილი „მილიონიანი მარში“ მოსკოვში 6 მაისს გაიმართება.
„მემარცხენე ფრონტის“ კოორდინატორის სერგეი უდალცოვის განაცხადებით „მილიონიანი მარში“ ტრიუმფალური მოედნიდან მანეჟის მოედნამდე 6 მაისს, პრეზიდენტის ინაუგურაციის წინა დღეს მოეწყობა.
აღსანიშნავია, რომ გაერთიანებული ოპოზიციის მასშტაბური სანქცირებული აქცია 1 მაისს იგეგმებოდა.
უდალცოვის განცხადებით, აქციის გადადება თავად ორგანიზატორების ერთობლივი მსჯელობის შედეგად გადაწყდა.
საპროტესტო აქცია 6 მაისს ადგილობრივი დროით 15:00 საათზე დაიწყება.
„მილიონიანი მარში“ ტრიუმფალური მოედნიდან მანეჟის მოედნამდე მოსკოვში, ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციის წინა დღეს, 6 მაისს იგეგმება.
