სირიის დედაქალაქ დამასკოში აფეთქების შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე ათეული კი მძიმედ დაშავდა.
„bbc“ - ის ინფორმაციით, თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი მეჩეთთან ახლოს აიფეთქა.
გაერო-ს სპეცწარმომადგენლის, კოფი ანანის მიერ შემუშავებული სამშვიდობო გეგმის მიუხედავად, სირიაში ამ დრომდე მოუგვარებელ პრობლემაზე დღეს შეშფოთება გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმაც გამოთქვა.
მსგავსი ხელწერით ტერაქტი დამასკოში მდებარე ერთ-ერთ მეჩეთთან გუშინაც განხორციელდა, რის შედეგად 3 ადამიანი გარდაიცვალა.
