უკრაინის სასამართლომ ტიმოშენკოს წინააღმდეგ ახალი საქმის განხილვა დაიწყო
უკრაინის სასამართლომ ტიმოშენკოს წინააღმდეგ ახალი საქმის განხილვა დაიწყო
12:39 28.04.2012
უკრაინის სასამართლომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის იულია ტიმოშენკოს წინააღმდეგ ახალი საქმის განხილვა დღეს დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას „лента ру“ ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის ყოფილ პრემიერს გადასახადების დამალვას და ერთ მილიონ აშშ დოლარის გაფლანგას ედავებიან. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში გამორიცხული არ არის ტიმოშენკოს სასჯელის ვადა გაეზარდოს.
სასამართლო პროცესს თავად იულია ტიმოშენკო გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ესწრება.
უკრაინის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა იულია ტიმოშენკომ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ის ციხიდან საავადმყოფოში გადაყვანისას სცემეს. მან ამის დასტურად სხეულზე არსებული იარებიც აჩვენა, რომელიც ცემის შედეგად მიიღო.
ტიმოშენკოს ფოტოებთან ერთად გამოქვეყნებულია ექსპერტიზის დასკვნაც, რომელშიც ნათქვამია, რომ სხეულზე დაზიანებები მას მძიმე ნივთების გამოყენებით აქვს მიყენებული.

ბეჭდვა