დნეპროპეტროვსკში მომხდარი რამდენიმე აფეთქების გამო, უკრაინაში უსაფრთხოების ზომები ამ დრომდე გამკაცრებულია.
ტერაქტების სერიის შედეგად დაშავებული 30 ადამიანიდან ერთის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა, დანარჩენი მოქალაქეების მდგომარეობა კი სტაბილურია.
„новости ру“-ს ინფორმაციით, ქალაქის პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმე ტერორიზმის მუხლით უკვე აღიძრა.
„ტერაქტების სერიას სპეციალური საგამოძიებო კომისია გამოიძიებს“ - განაცხადა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა ვიტალი ზახარჩენკომ.
მომხდარ ფაქტს ყირიმიდან პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი გუშინვე გამოეხმაურა და პირობა დადო, რომ ტერაქტის ორგანიზატორები მკაცრად დაისჯებიან.
