ანდრეს ბრეივიკის სასამართლო პროცესი რამდენიმე კვირა გაგრძელდება
ანდრეს ბრეივიკის სასამართლო პროცესი რამდენიმე კვირა გაგრძელდება
18:44 27.04.2012
ნორვეგიაში კუნძულ უტოიაზე ტერაქტის დროს 77 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულ ანდერს ბრეივიკის მეათე სასამართლო პროცესი გაიმართა.
ბრეივიკის სასამართლო პროცესი რამდენიმე კვირა გასტანს და ცნობილი გახდება სად მოუწევს შემდგომი 21 წლის გატარება ტერორისტს - სასჯელაღსრულების დაწესებულებასა თუ ფსიქიატრიულ კლინიკაში.
ათი კვირის განმავლობაში ნორვეგიის სასამართლო ყველა მოკლული სტუდენტის საქმეს ინდივიდუალურად განიხილავს.
10 მაისს განიხილება საქართველოს მოქალაქის თამთა ლიპარტელიანის საქმე, რომელიც 77 მოკლულს შორის იყო.
ტერორისტმა პროცესზე სიტყვით გამოსვლისას მის მიერ ჩადენილი დანაშაული აღიარა და განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.
მისივე განცხადებით, შესაძლებლობის შემთხვევაში, ის ტერაქტებს გაიმეორებდა და უფრო მეტი ადამიანის მოკვლას შეეცდებოდა.
ბრეივიკმა კუნძულ უტოიაზე ორი ტერაქტი 2011 წლის 22 ივლისს განახორციელა.

ბეჭდვა