რუმინეთში უკრაინული კ-26 ტიპის ვერტმფრენი ჩამოვარდა.
დასავლური მედიის ინფორმაციით, ვერტმფრენმა, რომელიც თურქეთის მიმართულებით მიფრინავდა, კატასროფა განიცადა.
გავრცელებული ინფორმაციით, ვერტმფრენის ეკიპაჟის ხუთივე წევრი დაიღუპა. ეკიპაჟი უკრაინული იყო.
აღნიშნულ ვერტმფრენს სოფლის მეურნეობაში იყენებდნენ.
