დნეპროპეტროვსკში მომხდარი რამდენიმე აფეთქების გამო, უკრაინაში უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა.
უკრაინის საგანგებო სიტუაციათა სამსახურის ინფორმაციით, ადგილობრივი სამართალდამცავები აფეთქებების მიმდებარე ტერიტორიაზე ყველა მოქალაქეს ჩხრეკენ, რომელსაც ხელჩანთა აქვს.
ხელისუფლება მოსახლეობას მეტროსადგურებში ჩასვლისა და მეტროპოლიტენით მგზავრობისგან თავის შეკავებას ურჩევს.
როგორც ცნობილია, აფეთქებების შედეგად 30-მდე ადამიანი მძიმედ დაშავდა, მათ შორის ცხრა ბავშვია.
დაზარალებულები ამ დროისთვის საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
დნეპროპეტროვსკის პროკურატურაში აღნიშნულ ფაქტზე ტერაქტის მუხლით საქმე აღძრა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა აფეთქებების სერიას ქვეყნის გამოწვევა უწოდა და ტერორისტების დასჯის პირობა დადო.
ზაფხულში უკრაინაში „ევრო უეფა 2012“ უნდა გაიმართოს.
