სირიის დედაქალაქ დამასკოში აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 10-მდე კი - მძიმედ დაშავდა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ადგილობრივ სამართალდამცავთა ინფორმაციით, ტერაქტი დამასკოში ერთ-ერთ მეჩეთთან მაშინ განხორციელდა, როდესაც იქიდან მომლოცველები გამოდიოდნენ.
მომხდართან დაკავშირებით სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
