მსოფლიოს რუსეთის მოქმედი და ახლადარჩეული პრეზიდენტების ტანდემის ხილვა ხელისუფლებაში დიდხანს მოუწევს.
წერს „ვაშინგტონ პოსტი“ დიმიტრი მედვედევის მიერ პორდაპირ ეთერში მიცემულ ინტერვიუსთან დაკავშირებით.
მედვედევის განცხადებებს არაერთი უცხოური გამოცემა გამოეხმაურა.
გამოცემის აზრით, მედვედევის პასუხი შეკითხვაზე, რამდენ ხანს აპირებს მისი და ვლადიმერ პუტინის ტანდემი რუსეთის ხელისუფლებაში დარჩენას, ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.
„ყველა დადუმდეს, ეს დიდხანს გაგრძელდება“- განაცხადა მედვედევმა.
როგორც „ვაშინგტონ პოსტი“ წერს, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი კორუფციაში იძირება, რუსეთის ხელისუფლება რეფორმებში საქართველოსთვის მიბაძვას არ აპირებს.
„ნიუ-იორკ ტაიმსის“ აზრით, რუსეთს ძალიან აღიზიანებს, რომ საქართველოს მის გეოპოლიტიკურ ოპონენტად მიიჩნევენ.
გამოცემის ვარაუდით, ვლადიმერ პუტინის მიერ პრეზიდენტის პოსტის ოფიციალურად დაკავების შემდეგ, მედვედევი პრემიერ-მინისტრი გახდება. რასაც გამოცემის აზრით, რუსეთის მოსახლეობის ნაწილი შეურაცხყოფად აღიქვამს და ამან შეიძლება რუსეთში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვიოს.
