რუსეთის ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი მმართველი პარტია „ედინაია რასიას“ ლიდერი გახდება.
ამის შესახებ განცხადება მოქმედმა პრეზიდენტმა მედვედევმა „ინტერფაქსთან“ საუბრისას დღეს გააკეთა.
როგორც ცნობილია, პარტია „ედინაია რასიას“ ლიდერი ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინია.
გავრცელებული ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინი 7 მაისს პრეზიდენტის პოსტზე ინაუგურაციის შემდეგ, პარტიაში ხელმძღვანელ პოსტზე აღარ დარჩება.
