ნიგერიაში აფეთქებების სერიამ 37 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
უცხოური მედიის ინფორმაციით, ტერორისტებმა ზედიზედ ორი გაზეთის რედაქციის ოფისები
ააფეთქეს.
ადგილობრივ სამართალდამცავთა ინფორმაციით, აფეთქების შედეგად 37 ადამიანი დაიღუპა, 100-მდე კი, მძიმედ დაშავდა.
აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.
