მედვედევი - სააკაშვილი ცარიელი ადგილია, ნულია
მედვედევი - სააკაშვილი ცარიელი ადგილია, ნულია
14:13 26.04.2012
საქართველოს ახალი ხელისუფალი ეყოლება და რუსეთი მასთან ითანამშრომლებს. იუწყება „რია ნოვოსტი“.

ეს განცხადება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა დღეს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან საუბრის დროს გააკეთა.

„დარწმუნებული ვარ მთელ ჩვენს ხალხს არანაირი ანტიპათია არ აქვს საქართველოს მიმართ. პირიქით, საქართველო ჩვენთვის ახლობელი ქვეყანაა, ქართველი ხალხი ახლობელი და ძვირფასი ხალხია ჩვენთვის. სხვათაშორის, საქართველოში ცალკეული პოლიტიკანების განცხადებების მიუხედავად, ჩვენ არაერთხელ გადაგვირჩენია ის. სააკაშვილი ცარიელი ადგილია, ნულია. ის ადრე თუ გვიან წავა საქართველოს პოლიტიკური ისტორიიდან“ - განაცხადა მედვედევმა და აღნიშნა, რომ რუსეთი მზადაა საქართველოში ნებისმიერ ახალ ლიდერთან თანამშრომლობისა და დიპლომატიური ურთიერთოებების აღდგენისთვის.

„და მზად ვართ ამ ურთიერთობებში იმდენად შორს წასასვლელად, რამდენადაც ისინი იქნებიან მზად“ - დასძინა მედვედევმა.

დიმიტრი მედვედევი რუსეთის ხუთი ტელევიზიის ჟურნალისტთა კითხვებს პირდაპირ ეთერში პასუხობს.




ბეჭდვა