ალან ჟუპე - გაერომ სირიაში ძალის გამოყენებაზე უნდა იფიქროს
ალან ჟუპე - გაერომ სირიაში ძალის გამოყენებაზე უნდა იფიქროს
12:33 26.04.2012
საფრანგეთის ხელისუფლების განცხადებით, გაერო-ს უშიშროების საბჭომ სირიაში ძალის შესაძლო გამოყენებაზე ფიქრი უნდა დაიწყოს. ამის შესახებ განცხადება საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალან ჟუპემ გააკეთა.

გაერო-ს სპეციალური წარმომადგენელის სირიაში კოფი ანანის განცადებით, სირიის რეგიონებში, სადაც გაერო-ს დამკვირვებლები ჩადიან, სიმშვიდე ისადგურებს, როდესაც ისინი ამ ადგილებს ტოვებენ, ძალადობა გრძელდება.

„შეშფოთებული ვარ ჰამასში სამთავრობო ძალების შესვლისა და ადამიანების დაღუპვის შესახებ გავრცელებული ინფორმაციით. ეს სრულიად დაუშვებელია“- აღნიშნა კოფი ანანმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრებთან შეხვედრაზე.

ოპოზიციის აქტივისტების განცხადებით კი, ბოლო დღეებში 70 ადამიანი მოკლეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ოფიციალური დამასკოსგან მიღებული დაპირებები არ სრულდება.

კოფი ანანის სამშვიდობო გეგმა ქვეყანაში სისხლისღვრის შეწყვეტასა და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ შეთავაზებული წინადადებების
განხორციელებას ითვალისწინებს.

გაერო-ს გენერალური მდივნის ბან კი მუნის განცხადებით, სირიის მთავრობა სამშვიდობო გეგმას ბოლომდე არ ასრულებს, რის გამოც სირიაში დამატებით სამასი დამკვირვებელი გაიგზავნა.

ბეჭდვა