მედვედევმა როგოზინის ნატო-ში პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის პოსტიდან გათავისუფლებას ხელი მოაწერა
მედვედევმა როგოზინის ნატო-ში პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის პოსტიდან გათავისუფლებას ხელი მოაწერა
14:48 25.04.2012
რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ვიცე-პრემიერის დიმიტრი როგოზინის ნატო-ში პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის პოსტიდან გათავისუფლების ბრძანებულებას ხელი მოაწერა.
„ბი-ბი-სი“ ცნობით, როგოზინი, ნატო-ში რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლად, რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის სფეროს მიმართულებით მუშაობდა.
მათი ინფორმაციით, როგოზინი საქმიანობას რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამ საკითხებზე მომუშავე ჯგუფთან გააგრძელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, როგოზინის გათავისუფლების მიზეზი მასზე დაკისრებული ბევრი მოვალეობა და გადატვირთული გრაფიკი გახდა.

ბეჭდვა