საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, სოციალისტი კანდიდატი ფრანსუა ოლანდი,
ეკონომიკური პრობლემების წინააღმდეგ, რამდენიმე ცვლილების განხორციელებას გეგმავს.
„ლენტა რუს“ ინფორმაციით, პრეზიდენტის რანგში პირველ შეხვედრას ის გერმანიის კანცლერთან ანგელა მერკელთან აპირებს.
„პრეზიდენტად ჩემი არჩევის შემთხვევაში, აუცილებლად გავაუქმებ ულიმიტო კონკურენციას და თავისუფალ ვაჭრობას. უნდა შევქმნათ მყარი ბიუჯეტი და სამუდამოდ დავემშვიდობოთ ეკონომიკურ კრიზისს“- განაცხადა ოლანდმა.
საფანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში სოციალისტმა კანდიდატმა ფრანსუა ოლანდმა 28,6%-ით გაიმარჯვა. მას მოქმედი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი მცირედი სხვაობით 1,5%-ით ჩამორჩა და ხმათა 27,1% დააგროვა.
სარკოზი და ოლანდი ერთმანეთს არჩევნების მეორე ტურში 6 მაისს დაუპირისპირდებიან.
საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები 22 აპრილს გაიმართა და მასში ამომრჩეველთა აქტივობამ 80%-ს გადააჭარბა. პრეზიდენტობისთვის 10 კანდიდატი იბრძოდა.
