ლეონ პანეტა ჩრდილოეთ კორეას პროვოკაციული ქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებს
ლეონ პანეტა ჩრდილოეთ კორეას პროვოკაციული ქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებს
13:27 25.04.2012
აშშ-ს თავდაცვის მინისტრი ლეონ პანეტა ჩრდილოეთ კორეას მოუწოდებს - შეწყვიტოს პროვოკაციული ქმედებები, რათა რეგიონის სტაბილურობას საფრთხე არ შეექნას.
გავრცელებული ინფორმაციით, ფხენიანი უახლოეს მომავალში მესამე ბირთვული გამოცდის ჩატარებას გეგმავს.
როგორც ცნობილია, ჩრდილოეთ კორეამ საერთაშორისო თანამეგობრობის ზეწოლის მიუხედავად, შორსმოქმედი თანამგზავრული რაკეტა 13 აპრილს გამთენიისას გამოსცადა. თუმცა, ექსპერიმენტი წარუმატებელი გამოდგა - რაკეტა აფრენიდან რამდენიმე წამში აფეთქდა. ფხენიანმა რაკეტის გაშვება ჩრდილოეთ კორეის რესპუბლიკის პირველი მეთაურის კიმ ირ სენის 100 წლის იუბილეს მიუძღვნა.
აშშ-ს პრეზიდენტის ბარაქ ობამას განცხადებით, ის ეცდება ჩრდილოეთ კორეის იზოლირების აუცილებლობაში მსოფლიო საზოგადოების დარწმუნებას.

ბეჭდვა