პაკისტანმა ბალისტიკური რაკეტა წარმატებით გამოსცადა
პაკისტანმა ბალისტიკური რაკეტა წარმატებით გამოსცადა
10:21 25.04.2012
პასკისტანმა დღეს შორსმოქმედი ბალისტიკური რაკეტა „ხატფ 4“ გამოსცადა.

„ხატფ 4“-ით შესაძლებელია ბირთვული ქობინის გადატანა.

როგორც „ბი-ბი-სი“ ადგილობრივ მედიასაშუალებებზე დაყრდნობით იუწყება, ბალისტიკური რაკეტის გამოცდა წარმატებით დასრულდა.
რაკეტა 3 000 კილომეტრის რადიუსში მოქმედებს.

აღსანიშნავია, რომ ერთი კვირის წინ, ინდოეთმაც წარმატებით გამოსცადა მსგავსი ტიპის ბალისტიკური რაკეტა.

ბეჭდვა