გაერო-ს სპეცწარმომადგენლის კოფი ანანის გეგმა კითხვის ნიშნის ქვეშაა, რადგან სირიაში მასიური შეტაკებები ამ დრომდე გრძელდება.
ამის შესახებ გაეროს მიერ სირიაში გაგზავნილი სპეციალური დამკვირვებლების მოხსენებაშია ნათქვამი.
„სირიის ხელისუფლება საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ შეთავაზებულ შეთანხმებას ბოლომდე არ ასრულებს. სირიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში შეტაკებას 70-მდე დემონსტრანტის სიცოცხლე ემსხვერპლა“ - ნათქვამია მოხსენებაში.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ და არაბულმა ლიგამ სირიაში 300 დამკვირვებელი გაგზავნეს.
კოფი ანანის სამშვიდობო გეგმა ქვეყანაში სისხლისღვრის შეწყვეტასა და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ შეთავაზებული წინადადებების განხორციელებას ითვალისწინებს.
სირიაში წელიწადზე მეტია სამთავრობო ძალებსა და ოპოზიციას შორის შეიარაღებული დაპირისპირება მიმდინარეობს.
