ბრიტანეთში ტერორიზმში ეჭვმიტანილი 5 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ბი-ბი-სი“ ადგილობრივ მედიასაშუალებეზე დაყრდნობით ავრცელებს.
ადგილობრივ სამართალდამცავთა ინფორმაციით, ეჭვმიტანილები 21- დან 35 წლამდე ასაკის არიან.
უსაფრთხოების მიზნით, სპეცოპერაციის დეტალები ჯერ არ ხმაურდება.
