სირიის ხელისუფლებას ახალი სანქციები დაუწესდა
სირიის ხელისუფლებას ახალი სანქციები დაუწესდა
14:10 23.04.2012
27 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი გადაწყვეტილებით, სირიის ხელისუფლებას მთელი რიგი ახალი სანქციები დაუწესდა.   
"ნოვოსტი რუ" ინფორმაციით, ჯერჯერობით უცნობია, თუ რა სახის სანქციები შეიმუშავეს მინისტრებმა სირიის ხელისუფლების მისამართით.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი გადაწყვეტილებით, 23 მარტს სირიას სანქციები უკვე დაუწესდა.
იგი სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადს და მის მეუღლესაც ეხება. სანქციის პირობებში, მათ ევროკავშირის ქვეყნებთან ყველანაირი ურთიერთობა ეკრძალებათ.

ბეჭდვა