სოჭში 75 წლის პენსიონერს 6 წლით პატიმრობა მიესაჯა
სოჭში 75 წლის პენსიონერს 6 წლით პატიმრობა მიესაჯა
12:34 23.04.2012
სოჭში მცხოვრებ 75 წლის ანდრონიკა კოჩკონიანს მომავალი 6 წლის გატარება მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოუწევს.
"ნოვოსტი რუ" ინფორმაციით, გარყვნილ პენსიონერს კრასნოდარის სასამართლომ მისი ასაკობრივი ბარიერის მიუხედავად, 6 წლით თავისუფლების აღკვეთა უხამსი საქციელისთვის შეუფარდა. გამოძიების ინფორმაციით, მან მცირეწლოვანი ბავშვების წინაშე უხამსი ჟესტები განახორციელა და უწმაწური სიტყვები გამოიყენა.
75 წლის პენსიონერი მსგავს ქმედებაში რამდენჯერმე ადრეც იყო შემჩნეული.

ბეჭდვა