ავიაკომპანია „ფლაი დუბაი“ უკვე მსოფლიოს 29 ქვეყანაში დაფრინავს.
ავიაკომპანიამ იემენის დედაქალაქ სანას მიმართულებით პირველი რეისი შეასრულა.
იემენი 29-ე ქვეყანაა, სადაც flydubai ოპერირებს. კომპანიის ქსელი, კი უკვე 51 მიმართულებას მოიცავს. ბილეთის ფასი დუბაიდან სანაში ერთი მიმართულებით 570(155$) დირჰამიდან დაიწყება, სანადან დუბაის მიმართულებით კი - 605 (165$)დირჰამი ეღირება.
იემენის უდიდესი ქალაქი სანა ქვეყნის პოლიტიკურ და ადმინისტრაციულ ცენტრს წარმოადგენს. ასევე, სანა მნიშვნელოვანი კულტურული ცენტრია, რომელიც 1986 წლიდან გაეროს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია.
