მოსკოვის მერიაში "მილიონიანი მარშის" გამართვაზე განაცხადი შევიდა
მოსკოვის მერიაში "მილიონიანი მარშის" გამართვაზე განაცხადი შევიდა
11:34 23.04.2012
რუსეთის ხელისუფლების პოლიტიკურმა ოპოზიციამ 6 მაისს დაგეგმილი "მილიონიანი მარშის" გამართვის შესახებ დღეს მოსკოვის  მერიაში განცხადება შეიტანა. ამის შესახებ "ნოვოსტი რუ" იუწყება.
მარში ტრიუმფალური მოედნიდან მანეჟის მოედნამდე მოეწყობა.
მოძრაობა " მემარცხენე ფრონტის" კოორდინატორის სერგეი უდალცოვის განცხადებით, გაერთიანებული ოპოზიციის მასშტაბური სანქცირებული საპროტესტო აქცია ტრიუმფალურ მოედანზე ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციის წინა დღეს, 6 მაისს გაიმართება.
"მილიონიანი მარში" 15:00 საათზე დაიწყება.
რუსეთში ვლადიმერ პუტინის ინაუგურაცია 7 მაისს გაიმართება.

ბეჭდვა