იაპონიის ქალაქ კამეოკაში სკოლაში მიმავალ 9 მოსწავლეს მანქანა დაეჯახა. ამის შესახებ ინფორმაციას "ნოვოსტი რუ" ადგილობრივ
მედიასაშუალებებზე დაყრდნობით ავრცელებს.
სამართალდამცავთა ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაზარალებული 9 მოსწავლიდან, 2-ის მდგომარეობა განსაკუთრებით კრიტიკულია, ისინი ამ დრომდე უგონო მდგომარეობაში არიან.
18 წლის მძღოლი სამართალდამცავებმა უკვე დააკავეს.
