საფრანგეთის არჩევნების პირველი ტურის გამარჯვებული ფრანსუა ოლანდია
საფრანგეთის არჩევნების პირველი ტურის გამარჯვებული ფრანსუა ოლანდია
09:57 23.04.2012
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში სოციალისტმა კანდიდატმა ფრანსუა ოლანდმა 28,6%-ით გაიმარჯვა. მას მოქმედი პერზიდენტი  ნიკოლა სარკოზი მცირედი სხვაობით 1,5%-ით ჩამორჩა და ხმათა 27,1% დააგროვა. ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება.
მესამე ადგილზე კანდიდატი „ეროვნული ფრონტიდან“ მარინ ლე პენია - 18,1%-ით.
„ბიბისის“ ცნობით, 1958 წლის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც პრეზიდენტი ხელმეორე კენჭისყრის დროს არჩევნების პირველ ტურში დამარცხდა. ამასთან, ეგზიტპოლები მეორე ტურში გამარჯვებასაც ოლანდს უწინასწარმეტყველებენ.
სარკოზი და ოლანდი ერთმანეთს არჩევნების მეორე ტურში 6 მაისს დაუპირისპირდებიან.
საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები გუშინ გაიმართა და მასში ამომრჩეველთა აქტივობამ 80%-ს გადააჭარბა. პრეზიდენტობისთვის 10 კანდიდატი იბრძოდა.


ბეჭდვა