ჩეჩნთში ორი პოლიციელი და ორი ბოევიკი დაიღუპა
ჩეჩნთში ორი პოლიციელი და ორი ბოევიკი დაიღუპა
15:46 22.04.2012
ჩეჩნეთში დღეს დილას დასახლებულ პუნქტ გერზელ გუდერმესკოსთან ახლოს პოლიციელებსა და ბოევიკებს შორის შეტაკება მოხდა. ინფორმაციას სააგენტო „ინტერფაქსი“ ავრცელებს.
სამართალდამცავები უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების წევრთა დასაკავებლად ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს ატარებდნენ, როდესაც სროლა დაიწყო.
ოფიციალური ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ორი პოლიციელი დაიღუპა, ხოლო სამართალდამცავებმა ძებნაში მყოფი დაჯგუფების ორი წევრის ლიკვიდირება მოახდინეს.
მომხდარზე გამოძეიბა მიმდინარეობს.


ბეჭდვა