ნიკოლა სარკოზიმ საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმა უკვე მისცა
ნიკოლა სარკოზიმ საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმა უკვე მისცა
14:33 22.04.2012
საფრანგეთის მოქმედმა პრეზიდენტმა, პარტია „კავშირი ეროვნული მოძრაობისთვის“ ლიდერმა ნიკოლა სარკოზიმ საფრანგეთში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებში ხმა უკვე მისცა.  ამის შესახებ დასავლური მედია იტყობინება.

მან თავისი არჩევანი მეუღლესთან, კარლა ბრუნ-სარკოზისთან ერთად, პარიზის ოლქის მე-16 უბანზე დააფიქსირა. სარკოზის საარჩევნო უბანთან მხარდაჭერები დახვდნენ. მან ადგილი კომენტარის გარეშე დატოვა.

ამ დროისთვის არჩევანი პრეზიდენტობის ათივე კანდიდატმა დააფიქსირა.

საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინაროებს. პრეზიდენტის თანამდებობისთვის 10 კანდიდატი იბრძვის. იმ შემთხვევაში, თუ ვერც ერთი მათგანი ხმების 50%-ს ვერ დააგროვებს, არჩევნების მეორე ტური ჩატარდება.

არჩევნებში გამარჯვებას პრეზიდენტობის ორ კანდიდატს უწინასწარმეტყველებენ. საფრანგეთის მოქმედი პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის მთავარი კონკურენტი სოციალისტი კანდიდატი ფრანსუა ოლანდია.

არჩევნების პირველადი შედეგები საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ გახდება ცნობილი.

ბეჭდვა