მექსიკაში თავდასხმის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა
მექსიკაში თავდასხმის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა
11:36 22.04.2012
მექსიკაში კაფე-ბარზე თავდასხმის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა.
ადგილობრივი პროკურარტურის წარმომადგგენლის კარლოს გონსალესის განცხადებით, შეიარაღებულმა ბოროტმოქმედებმა მექსიკის ქალაქ ჩიუაუაში ცეცხლი ორ ბარში გახსენს. ერთში სროლის შედეგად 15 ადამიანი იქნა მოკლული, ხოლო მეორეში ბარის ორი სტუმარი. გარდაცვლილთა შორისაა ადგილობრივი რადიოსადგურის დირექტორი.
შემთხვევის შედეგად 11 ადამიანი დაიჭრა, ერთ-ერთი მძიმე მდგომარეობაშია.
ბარებზე თავდასხმის მოტივი ცნობილი არ არის.
აღსანიშნავია, რომ თებერვლის დასაწყისში ქალაქის ერთ-ერთ ბარში 9 ადამიანი ჩაცხრილეს.
ზოგადად ჩიუაუა ადგილობრივი ნარკოკარტელის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირების არენად ითვლება, რომლებიც ამერიკაში ნარკოტიკების მიწოდებაზე კონტროლის მოსაპოვებლად იბრძვიან და, რომლებსაც სამართალდამცავი ძალები ეწინააღმდეგებიან.
2006 წლიდან მარკომაფიის ომის შედეგად მექსიკაში 47.5 ათასი ადამიანია მოკლული.

ბეჭდვა