ტერორისტებმა სირიაში სამხედრო ბაზა ააფეთქეს
ტერორისტებმა სირიაში სამხედრო ბაზა ააფეთქეს
18:45 21.04.2012
სირიაში ტერორისტების მორიგი სამიზნე დამასკოს სამხრთით მდებარე სამხედრო ბაზა გახდა.
„новости ру“ ინფორმაციით, ტერორისტების მიერ დამონტაჟებული ასაფეთქებელი ნივთიერება დღის მეორე ნახევარში ამოქმედდა. ადგილობრივ სამართალდამცველთა ინფორმაციით, აღნიშნულმა აფეთქებამ ქალაქი კვამლში გახვია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ტერაქტზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ჯერჯერობით არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.

ბეჭდვა