ქაბულში, ავღანელმა სამართალდამცველებმა „ალ-ქაიდასთან“ კავშირში მყოფი 5 ბოევიკი დააკავეს, რომლებსაც 10 ტონა ასაფეთქებელი ნივთიერება აღმოუჩინეს.
ამის შესახებ ადგილობრივ მედიასაშუალებებზე დაყრდნობით ინფორმაციას ტელეკომპანია „ბი-ბი-სი“ ავცელებს.
აღსანიშნავია, რომ სპეცოპერაცია რამდენიმე თვის მანძილზე მიმდინარეობდა, თუმცა ეჭმიტანილების დაკავება ბოლო დღეებში გახდა შესაძლებელი.
სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული ბოევიკების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე გასადუმლოებული იყო.
