მოძრაობა „მემარცხენე ფრონტის“ კოორდინატორი სერგეი უდალცოვი დღეს მოსკოვში საპროტესტო აქციას გამართავს. რადიოსადგურ „ეხო მოსკვი“-ს ინფორმაციით, აქცია მერიასთან შეთანხმებული არ არის და ის არასანქცირებულია.
„მემარცხენე ფრონტის“ წევრები რუსეთის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელობას სახელმწიფო ღალატში ადანაშაულებენ. მათი პოზიციით, ნატო-სთან თანამშრომლობა და ალიანსისთვის ულიანოვსკის ბაზის ავღანეთის ოპერაციაში გამოსაყენებლად დათმობა, სხვა არაფერია თუ არა ქვეყნის ღალატი.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის მოქმედმა პრემიერმა ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფო სათათბიროს წევრებისთვის 2011 წლის მთავრობის მუშაობის ანგარიში წარდგენისას, აღნიშნა,რომ რუსეთის ტერიტორიაზე არანაირი ბაზის აშენდებას არ გეგმავს, საჭიროების შემთხვევაში კი, რუსეთი ნატოს მხოლოდ საჰაერო ტრანზიტის განხორციელებაში დაეხმარება.
რუსეთის გაერთიანებული ოპოზიციის ფართომასშტაბიანი სანქცირებული საპროტესტო აქცია კი, მოსკოვში 1 მაისს და პრეზიდენტის ინაუგურაციის წინა დღეს - 6 მაისსაა დაგეგმილი.
