ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე -პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თვითმფრინავმა კალიფორნიაში ავარიული დაშვება განახორციელა. ამის შესახებ ინფორმაციას „новости ру“ ავრცელებს.
ლოს-ანჯელესიდან სანტა-ბარბარას მიმართულებით მფრინავი თვითმფრინავი აეროდრომთან ახლოს ფრინველებს შეეჯახა.
მიუხედავად ამისა, მფრინავმა შეძლო და დასაჯდომ ბილიკზე ლაინერი მშვიდობიანად დასვა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაზარალებულა.
