რუსეთი სირიისთვის ახალი სანქციების დაწესების ინიციატივას მართებულად არ მიიჩნევს. განცხადება ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ლუკაშევიჩმა გააკეთა.
„ჩვენი პოზიცია სირიასთან მიმართებაში ყველასთვის კარგად ცნობილია. ჩვენ კარგად ვიცით სირიაში არსებული რთული მდგომარეობა, მაგრამ სანქციების ხელახალ პაკეტს მიზანშეწონილად არ მივიჩნევთ“ - განაცხადა ლუკაშევიჩმა.
ევროკავშირი სირიასთან მიმართებაში მთელი რიგი ახალი სანქციების დაწესებას გეგმავს. ამის შესახებ განცხადება ვროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ქეთრინ ეშტონმა გააკეთა.
„ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი გადაწყვეტილებით, 23 მარტს სირიას სანქციები უკვე დაუწესდა, ჩვენ კიდევ მთელი რიგი სანქციების ამოქმედებას ვგეგმავთ“- განაცხადა ეშტონმა.
უკვე დაწესებული სანქციები სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადს და მის მეუღლესაც ეხება. მათ ევროკავშირის ქვეყნებთან ყველანაირი ურთიერთობა ეკრძალებათ, მათ შორის საქმე ეხება საბანკო გადარიცხვებსაც.
