საფრანგეთში ხვალიდელი საპრეზიდენტო არჩევნების წინ სიჩუმის დღე გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბი-ბი-სი“ ადგილობრივ მედიასაშუალებებზე დაყრდნობით ავცელებს.
ქვეყანაში წინასაარჩევო სამზადისი გუშინ დასრულდა. დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების წინ, კანდიდატებს გუშინ უკანასკნელად ჰქონდათ შესაძლებლობა ამომრჩეველებისთვის საკუთარი შეხედულებები გაეცნოთ.
პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი ქვეყნის ამჟამინდელი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზია, რომელსაც მეტოქეობას სოციალისტური პარტიის წარმომადგენელი ფრანსუა ოლანდა უწევს.
