რუსეთის ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილი ძალები 1 მაისს, მოსკოვში მასშტაბურ საპროტესტო აქციას გამართვენ.
„იტარ ტასის“ ინფორმაციით, საპროტესტო აქცია მერიასთან შეთანხმებით გაიმართება და ის სანქცირებულია.
საპროტესტო აქცია ადგილობრივი დროით 14:00 საათზე დაიწყება.
მორიგი სანქცირებული აქცია მოსკოვში ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციის წინა დღეს, 6 მაისს იგეგმება.
