აშშ და ნატო ავღანეთიდან ჯარებს 2014 წლის ბოლომდე ეტაპობრივად გაიყვანენ. ამის შესახებ განცხადება ავღანეთში ნატო-ს წარმომადგენელმა მარკ სედვილმა გააკეთა.
ამასთან, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა რუსეთის და ჩინეთის ხელისუფლებას ავღანეთში ჯარების დაფინანსებისკენ მოუწოდა. მისი განცხადებით, თავად ალიანსი 1 მლრდ აშშ დოლარს გამოყოფს.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ექსპერტების შეფასებით, ავღანეთში ჯარებისთის წელიწადში 4 მლრდ აშშ დოლარია საჭირო.
