ვიეტნამში გაურკვეველმა დაავადებამ 19 ადამიანი იმსხვერპლა
ვიეტნამში გაურკვეველმა დაავადებამ 19 ადამიანი იმსხვერპლა
11:57 20.04.2012
ვიეტნამში ექიმებისთვის დაუდგენელმა დაავადებამ 19 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ამის შესახებ ადგილობრივი ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით "ბი-ბი-სი "იუწყება.
ვიეტნამის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, გავრცელებული დაავადების შედეგად, გასულ წელს, ბატოს და კუანგნგაის პროვინციაში 19 ადამიანი გარდაიცვალა.
მედიკოსები განმარტავენ, რომ აღნიშნული ინფექცია განსაკუთებით სახიფათო მოზარდებისთვისაა.
უცნობი დაავადების ძირითადი სიმპტომებია მაღალი სიცხე, მადის დაკარგვა და გამონაყარი კიდურებზე.
ამ დროისთვის მსგავსი სიმპტომებით სავადმყოფოებში 165 ადამიანია მოთავსებული. მათგან 100-ის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, დანარჩენების მდგომარეობა კი- კრიტიკულია.

ბეჭდვა