აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი გაერო-ს უშიშროების საბჭოს სირიის წინააღმდეგ მკაცრი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.
"ჩვენ ყველა იმედგაცრუებულები ვართ სირიაში არსებული ვითარებით. თუმცა, მაინც იმედი გვაქვს, რომ გაერო-ს სპეცწარმომადგენლის კოფი ანანის სამშვიდობო გეგმა შედეგს გამოიღებს "- განაცხადა კლინტონმა.
გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა განაცხადა, რომ სირია ბოლომდე არ ასრულებს ამ გეგმის უმნიშვნელოვანეს ნაწილს, რაც ცეცხლის შეწყვეტას და დასახლებული რაიონებიდან ჯარების გაყვანას გულისხმობს.
საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი კი მიიჩნევს, რომ სირიის გადარჩენისთვის ქვეყნის ოპოზიციის შენარჩუნება აუცილებელია.
მისივე განცხადებით, სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადს განზრახული აქვს რუკიდან წაშალოს ჰომსი, ისევე როგორც ლიბიის ყოფილ პრეზიდენტს სურდა ბენღაზის განადგურება.
