მოსკოვს სირიის ოპოზიციის წარმომადგენლები ეწვევიან. ამის შესახებ ინფორმაციას მოსკოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით "ბი-ბი-სი" ავრცელებს.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ლუკაშევიჩმა აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა და აღნიშნა, რომ სირიის ოპოზიცის დელეგაცია მოსკოვს მომავალ კვირას ეწვევა, თუმცა, შეხვედრის მიზანი არ გაუხმაურებია.
შეხვედრის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.
