საფრანგეთში დღეს პოლიტიკური აგიტაციის ბოლო დღეა
საფრანგეთში დღეს პოლიტიკური აგიტაციის ბოლო დღეა
11:08 20.04.2012
საფრანგეთში დღეს პოლიტიკური აგიტაციების ბოლო დღეა. ამის შესახებ ინფორმაციას "ბი-ბი-სი" ადგილობრივ მედიასაშუალებებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ქვეყანაში წინასაარჩევო სამზადისი დღეს დასრულდება. 22 აპრილს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების წინ, საპრეზიდენტო კანდიდატებს დღეს უკანასკნელად აქვთ შესაძლებლობა ამომრჩეველებს საკუთარი შეხედულებები გააცნონ.

ხვალიდან კი - ხალხს საშუალება მიეცემა მშვიდად და ცივი გონებით გაანალიზოს კანდიდატთა საარჩევნო კამპანია, შეაფასოს და სასურველი არჩევანი გააკეთოს.

საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები 22 აპრილსაა დანიშნული. მეორე ტური კი - 6 მაისს გაიმართება. 
პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი ქვეყნის ამჟამინდელი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზია. 
ბეჭდვა