მოსკოვში ავარიის შედეგად შვიდი ქვეითად მოსიარულე დაიღუპა
მოსკოვში ავარიის შედეგად შვიდი ქვეითად მოსიარულე დაიღუპა
17:19 19.04.2012
მოსკოვში მსუბუქმა ავტომობილმა ქვეითად მოსიარულე 7 ადამიანის, მათ შორის, 5 არასრულწლოვნის სიცოცხლე  იმსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას "ეხო მოსკვი" ავრცელებს.
სამართალდამცავების ინფორმაციით, "მიცუბიშის" მარკის ავტომობილის მძღოლმა ქალბატონმა, მის წინ მოძრავი ავტობუსის გამო, ქვეითად მოსიარულე ადამიანები ვერ შეამჩნია, რამაც ავარია გამოიწვია.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის მანქანები.



ბეჭდვა