სირიის საკითხზე პარიზში 14 ქვეყნის დიპლომატმა იმსჯელა
სირიის საკითხზე პარიზში 14 ქვეყნის დიპლომატმა იმსჯელა
16:00 19.04.2012
სირიის საკითხის განსახილველად დღეს, პარიზში გამართულ 14 ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების შეხვედრას რუსეთის საგრეო პოლიტიკური უწყება არ დასწრებია.  იუწყება „ნოვოსტი.რუ“.

აღნიშნული ინფორმაცია რუსეთის ფედრაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ლუკაშევიჩმაც დაადასტურა და განაცხადა - „მოსაწვევი ძალიან გვიან გამოგვიგზავნეს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ორგანიზატორები დიდად არ იყვნენ დაინტერესებულნი პარიზში ჩვენი ჩასვლით“.

საერთაშორისო თანამეგობრობა და გაერთიანებული ერების ორგანიზაცია შეშფოთებას გამოთქვამენ სირიის პრეზიდენტის ბასარ ასადის მიერ გაერო-ს სპეცწარმომადგენლის კოფი ანანის სამშვიდობო გეგმის პირობების დარღვევის გამო და დამატებითი სანქციების ამოქმედებას არ გამორიცხავენ.

ანანის გეგმა ცეცხლის შეწყვეტას და დასახლებული პუნქტებიდან სამთავრობო ძალების გაყვანას ითვალისწინებს. ოფიციალური დამასკო კი, ოპოზიციის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტაზე წერილობით გარანტიას ითხოვს.

რუსეთი სირიისადმი ულტიმატუმის ენით საუბარს დაუშვებლად მიიჩნევს და საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან სამშვიდობო პროცესებისადმი რეალური მხარდაჭერის აუცილებლობაზე საუბრობს.

ბეჭდვა