რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ბრიუსელში საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და განაცხადა,
რომ რუსეთი აღშფოთებულია საქართველოში მიმდინარე მილიტარიზაციის პროცესით. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ლავროვის თქმით, ნატო-ში რუსეთის პარტნიორები საქართველოს კვლავ მოიხსენიებენ ე.წ. ასპირანტებს შორის, რაც მოსკოვის შეშფოთებას იწვევს, რადგან მისივე თქმით, 2008 წლის შემდეგ, საქართველოს მილიტარიზაციის პროცესი სწრაფად მიმდინარეობს.
„პრეზიდენტმა სააკაშვილმა ვაშინგტონში ყოფნისას განაცხადა, რომ მიაღწია სრული სამხედრო მომარაგების აღდგენას და მიიღო დაპირება ნატო-ში აუცილებელ მიღებაზე. ეს ადამიანი ავანტიურისტია და მის გამო, სამხრეთ კავკასიაში მორიგი დესტაბილიზაცია არ გვინდა“ - განაცხადა ლავროვმა.
