საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი მიიჩნევს, რომ სირიის გადარჩენისთვის ქვეყნის ოპოზიციის შენარჩუნება აუცილებელია. ამის შესახებ მან 14 ქვეყნის საგარეო
საქმეთა მინისტრებთან შეხვედრაზე დღეს განაცხადა.
„პრობლემის გადასაწყვეტად საჭიროა ჰუმანიტარული კორიდორის შექმნა, რაც სირიის ოპოზიციას ხალხის დახმარების საშუალებას მისცემს“-აღნიშნა სარკოზიმ.
მისი თქმით, სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი ცრუობს.
„მას განზრახული აქვს რუკიდან წაშალოს ჰომსი, ისევე როგორც ლიბიის ყოფილ პრეზიდენტს სურდა ბენღაზის განადგურება“ - დასძინა სარკოზიმ.
14 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრა სირიის საკითხზე დღეს გაიმართა. მათ სირიაში შექმნილ მდგომარეობაზე იმსჯელეს.
