ინდოეთმა დღეს შორსმოქმედი ბალისტიკური რაკეტა "აგნი 5" გამოსცადა
ინდოეთმა დღეს შორსმოქმედი ბალისტიკური რაკეტა "აგნი 5" გამოსცადა
11:08 19.04.2012
ინდოეთმა დღეს შორსმოქმედი ბალისტიკური რაკეტა "აგნი 5" გამოსცადა, რომლითაც ბირთვული ქობინის გადატანაა შესაძლებელი.
როგორც "ბი-ბი-სი" იუწყება ბალისტიკური რაკეტა დღეს გამთენიისას ინდოეთის აღმოსავლეთ სანაპიროდან, ვილერის კუნძულიდან გაუშვეს.
ინდოეთის მთავრობის განცხადებით, გამოცდა წარმატებული იყო.
რაკეტის რადიუსი 5 000 კილომეტრია და საჭიროების შემთხვევაში, ჩინეთის ცენტრალურ ნაწილში არსებულ სამიზნეს მისწვდება.

ბეჭდვა