გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ბრიტანეთისა და გერმანიის მუდმივი წარმომადგენლების მეუღლეებმა სირიის პირველ ლედის ასმე ასადისადმი მიმართვა ვიდეოპორტალ YouTube-ზე განათავსეს.
ვიდეომიმართვაში ბრიტანელი და გერმანელი დიპლომატების ცოლებმა შეილა ლიალ გრანტმა და ხუბერტა ფონ ფოსს-ვიტინმა, სირიის პრეზიდენტის მეუღლეს სთხოვეს ქმარი სისხლისღვრის შეჩერებაზე დაიყოლიოს.
„შეაჩერე მეუღლე, იფიქრე უდანაშაულო ხალხზე“ - ნათქვამია მიმართვაში.
სირიის პრეზიდენტის მეუღლე ასმე ასადი წარმოშობით სირიიდანაა და მას ბრიტანეთის მოქალაქეობაც აქვს. აღსანიშნავია, რომ მასზე როგორც ბაშარ ასადზე სანქცია მოქმედებს, რომლითაც ევროკავშირის წევრ ქვეყნებში შესვლა ეკრძალება.
