ბრიუსელში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა დაიწყო.
მინისტრთა საბჭოს სხდომები ორი დღე გაგრძელდება. შეხვედრებზე ძირითადი განსახილველი საკითხი ავღანეთში შექმნილი ვითარებაა.
სამიტზე ავღანეთიდან საერთაშორისო სამხედრო ძალების 120 ათასი ჯარისკაცის ეტაპობრივი გაყვანის გეგმაზე იმჯელებენ. მათი გამოყვანის პროცესი 2014 წლის ბოლოსთვის დასრულდება.
ბრიუსელში საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ხელმძღვანელობს.
ბრიუსელის შეხვედრები ნატო-ს ჩიკაგოს სამიტის მოსამზადებელი ეტაპია, რომელიც მაისში გაიმართება.
