სიუზან რაისი- გაერო-ს დამკვირვებელთა სიცოცხლე საფრთხის ქვეშაა
სიუზან რაისი- გაერო-ს დამკვირვებელთა სიცოცხლე საფრთხის ქვეშაა
17:19 17.04.2012

გაერო-ში ამერიკის წარმომადგენლის სიუზან რაისის განცხადებით, სირიაში ძალადობის ესკალაციის გამო, გაერო-ს დამკვირვებელთა სიცოცხლე საფრთხის ქვეშაა.


რაისის თქმით, სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ბოლომდე არ სრულდება. ვრცელდება ინფორმაცია სირიაში შეტაკებების მიმდინარეობის თაობაზე.
გაერო-ს 10-მდე დამკვირვებელი დამასკოში კვირას ჩავიდა. მათ 25-მდე დამკვირვებელი კიდევ უნდა შეუერთდეს.
როგორც ცნობილია, სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა განაცხადა, რომ კოფი ანანის სამშვიდობო გეგმის ფარგლებში, ქვეყანაში ცეცხლი შეწყდა.
მიუხედავად ამისა, დასახლებული პუნქტებიდან მძიმე ტექნიკა ამ დრომდე არ გაუყვანიათ, რადგან სირიის ხელისუფლება ოპოზიციისგან ცეცხლის შეწყვეტის წერილობით გარანტიას ითხოვს.

კოფი ანანის სამშვიდობო გეგმა ქვეყანაში სისხლისღვრის შეწყვეტასა და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ შეთავაზებული წინადადებების განხორციელებას ითვალისწინებს.

ბეჭდვა