მსოფლიო ბანკს ახალი ხელმძღვანელი კორეული წარმოშობის ამერიკელი 52 წლის ჯიმ იონ კიმი ჰყავს.
ჯიმ იონ კიმი ამ პოსტზე რობერტ ზელიკას შეცვლის, რომელსაც
ზაფხულში ეწურება უფლებამოსილების ვადა.
მსოფლიო ბანკის ახალი პრეზიდენტი მოვალეობის შესრულებას პირველი ივლისიდან შეუდგება.
ჯიმ იონ კიმის მთავარი კონკურენტი ნიგერიის ფინანსთა მინისტრი ნგოზი ოკონჯო ივეალა იყო.
ივეალას განცხადებით, მსოფლიო ბანკის დირექტორთა საბჭოს არჩევანი პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო.
აღსანიშნავია, რომ 1944 წელს მსოფლიო ბანკის დაარსების დღიდან მისი ხელმძღვანელის პოსტს ყოველთვის შეერთებული შტატების წარმომადგენელი იკავებს.
