სირიაში გაერო-ს სპეციალური წარმომადგენლის კოფი ანანის სამშვიდობო გეგმის წარუმატებლობის შემთხვევაში, ვაშინგტონი სირიის მიმართ ახალ მკაცრ ზომებს აამოქმედებს. ამის შესახებ
განცხადება აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა გააკეთა.
"მინდა ავღნიშნო, რომ სირიაში შედარებით მშვიდი ვითარებაა" - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა და აღნიშნა, რომ ამერიკა დადებითი შედეგის მოლოდინშია.
იმ შემთხვევაში კი, თუ სამშვიდობო გეგმა არ შესრულდება, კლინტონის თქმით, ვაშინგტონს ახალი მკაცრი ზომების მიღება აქვს განზრახული.
როგორც ცნობილია, კოფი ანანის სამშვიდობო გეგმა ქვეყანაში სისხლისღვრის შეწყვეტასა და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ შეთავაზებული წინადადებების განხორციელებას ითვალისწინებს.
სირიის მთავრობა კი, ქვეყნის ოპოზიციისგან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წერილობით გარანტიას ითხოვს.
